თბილისი. დასრულდა საგრანტო განაცხადების განხილვა. საგრანტო კონკურსი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, 7 აპრილს გამოაცხადა და 30 აპრილს დასრულდა. კონკურსში მოწვეული იყო 13 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებსაც ონლაინ სასწავლო პროგრამის ფარგლებში მიღებული ჰქონდათ ორი სერთიფიკატი.
საგრანტო კონკურსში სულ შემოვიდა 7 საპროექტო განაცხადი. საგრანტო კომისიამ რომლის წევრებიც იყვნენ ონლაინ სასწავლო კურსების ლექტორები: იაგო კაჭკაჭიშვილი, ქეთი მელიქაძე, ოთო კიკვაძე, ვაჟა სალამაძე და მოწვეული ექსპერტი დათო ლოსაბერიძე, 3 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა:
1. ქუთასის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, პროექტით: „შშმ პირთა უფლებების დაცვა და განხორციელება"
2. ნაბიჯი მომავლისკენ, პროექტით: „ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი"
3. კავშირი ორიონი, პროექტით: „შშმ პირთა საჭიროებების გამოკვლევა და ადვოკატირება"
შეგახსენებთ რომ ქვეგრანტები გაიცემა ონლაინ სასწავლო პროგრამის ფარგლებში. სწავლების II ციკლის დასრულების შემდეგ კვლავ გამოცხადდება საგრანტო კონკურსი. ქვეგრანტის მოცულობა 11 000 ლარია.