en
ge

საკურორტო ტყეების პრობლემებს გარემოსდაცვითი ჯგუფი შეისწავლის

სამცხე–ჯავახეთი. საკურორტო ტყეებში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის (OECI) საკოორდინაციო ჯგუფი ექსპედიციებს იწყებს. ამ მიზნით სამცხე–ჯავახეთის რეგიონული საკოორდინაციო ჯგუფი ბორჯომში უკვე იყო. პირველი სამუშაო შეხვედრა დაბა ბაკურიანში შედგა, პირველი საველე გასვლა კი - ცხრაწყაროს უღელტეხილის ტერიტორიაზე.
OECI–ის სამცხე–ჯავახეთის კოორდინატორის, ხათუნა ხმალაძის განცხადებით, საკურორტო ტყეებში მდგომარეობა ერთი შეხედვითაც ძალიან მძიმეა და ხელისუფლების მხრიდან სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს. თუმცა, საბოლოო დასკვნა სპეციალისტებმა უნდა გააკეთონ.
„სამეცნიერო ექსპედიცია უახლოეს დღეებში დაიგეგმება და მასში სატყეო სფეროს ექსპერტებთან ერთად ხელისუფლება და საზოგადოებაც ჩაერთვება, ექსპედიციის დასკვნები და რეკომენდაციები კი ხელისუფლებასთან დიალოგის საგანი გახდება. შემუშავებულია შესაბამისი კითხვარიც, რომელიც ითვალისწინებს ინფორმაციის მოპოვებას საკურორტო ტყეების მართვის სისტემაში არსებულ პრობლემებთან და კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით. საჯარო ინფორმაციისთვის საქართველოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უკვე მივმართეთ", – ამბობს ხათუნა ხმალაძე.
ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივა, ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს 7 რეგიონში ხორციელდება. 
 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)