თბილისი. 22 მაისს თბილისის ბოტანიკურ ბაღში ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიება მსოფლიო ბუნების ფონდის (WWF) ორგანიზებითა და „ევროპული ახალგაზრდული ცენტრის" მხარდაჭერით გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებისთვის მოეწყო ექსკურსია ბოტანიკურ ბაღში, გაიმართა პრეზენტაციები გარემოს დაცვით საკითხებზე, ჩატარდა ვიქტორინა, რომელში გამარჯვებულებსაც სპეციალური პრიზები გადაეცათ.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში