კახეთი. სიღნაღში ,,ახალგაზრდული საკრებულოს" შეხვედრა გაიმართა. ახალგაზრდული საკრებულოს წევრებმა ფარული კენჭისყრით საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე აირჩიეს.
ხმების უმრავლესობით საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ყარალაშვილი, ხოლო მოადგილედ ნინო თანდაშვილი დასახელდა.
არასამთავრობო ორგანიაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება" პროექტის „ახალგაზრდული თვითმმართველობის ინიციატივა 2015"-ის ფარგლებში, მუნიციპალიტეტებში „ახალგაზრდულ საკრებულოებს" აყალიბებს.
პროექტის მიზანია ახალგაზრდებში სამოქალაქო განათლების ამაღლების, მათი აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
პროექტის შედეგად მოხდება ახალგაზრდა ლიდერების ჩამოყალიბება, მოტივირებული ახალგაზრდების გამოკვეთა და კვალიფიციური საკადრო რესურსის შექმნა.