იმერეთი. 22 ნოემბერს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისათვის ჩატარდა ტრენინგი „პროფესიული ორიენტაციის და კარიერული წინსვლის" საკითხებზე. ტრენინგს მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის კომუნიკაციის ტექნიკების გაცნობა და ეფექტური კომუნიკაციის უნარების გამომუშავება. ასევე საკუთარი შესაძლებლობების და უნარების შეფასება კარიერული ზრდის დაგეგმვის მიზნით; CV-ის ფორმების, სამსახურეობრივი ინტერვიუს ტექნიკების გაცნობა.
ტრენინგ-კურსი ორგანიზებული იქნა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების" პროექტის (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო: ,,ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის" გვერდი სოციალურ ქსელში