en
ge

ბიზნესზე ორიენტირებული სოციალური საწარმოები შეიქმნება...

შიდა ქართლი. გორში დასრულდა ტრენინგების ციკლი თემაზე: „ბიზნეს გეგმის შემუშავება სოციალური საწარმოებისათვის". მასში გორის, ქარელის, ხაშურის და კასპის მუნიციპალიტეტების 50-მდე წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
ტრენინგების კურსს წინ უძღოდა საინფორმაციო შეხვედრები შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტის 40 სოფელსა და დევნილთა ჩასახლებაში.
ივნისის განმავლობაში პროექტის მესვეურები მიიღებენ კონკრეტულ წინადადებებს ბიზნესზე ორიენტირებული სოციალური საწარმოებისა და სოციალური სერვისების მიმწოდებელი საწარმოების შესახებ, რომელთაც სპეციალური საგრანტო კომიტეტი განიხილავს და აგვისტოში გამოავლენს გამარჯვებულებს. შედეგად, 2015 წლის ბოლოსათვის საქართველოში უკვე არსებულ სოციალურ საწარმოებს შიდა ქართლის ტერიტორიაზე 7 ახალი საწარმო შეემატება.
ტრენინგები ჩატარდა პროექტის - „სოციალური საწარმოები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც „არბაითერ სამარიტერ ბუნდი" (ASB Arbeiter-Samariter-Bund Georgia) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი" (CHCA) ერთობლივად ახორციელებენ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023