en
ge

„გამჭვირვალობამ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე შსს–ს წინააღმდეგ საქმე მოიგო“

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო აქვეყნებს ინფორმაციას, რომ ორგანიზაციამ „საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ საქმე მოიგო".
რამდენიმე თვის წინათ ორგანიზაციამ გამოითხოვა ინფორმაცია მოქალაქე დ.დ. იყო თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს ან მისი რომელი სტრუქტურის თანამშრომელი. „ინფორმაციის მოწოდებაზე შსს–მ უარი განგვიცხადა იმ საფუძველით, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავდა დ.დ.–ს შესახებ პერსონალური მონაცემებს, რომელთა დაცვის ვალდებულება ჰქონდა სამინისტროს", ნათქვამია ორგანიზაციის ინფორმაციაში.
ორგანიზაციამ უარი სასამართლოში გაასაჩივრა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" მიაჩნდა, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია არ უნდა ჩათვლილიყო პერსონალურ მონაცემად მოქმედი კანონმდებლობის მიზნებიდან გამომდინარე. ამასთან, გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო დ. დ-ის, როგორც ყოფილი თანამდებობის პირის, მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს დაავალა მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა".
სრულად...
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)