თბილისი. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები", 27 მაისს ბრიფინგი გამართეს, სადაც დადებითად შეაფასეს ინიციატივა – „უძრავი ქონების მფლობელის სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, გამოსახლების აკრძალვის შესახებ". ისინი მიმართავენ საქართველოს პარლამენტს დროულად მოახდინოს შესაბამისი ცვლილებების განხორციელება კანონმდებლობაში, რომლის მიხედვითაც, „აიკრძალება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში