en
ge

„დეა“ ზუგდიდის საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს წევრებისთვის ტრენინგებს ატარებს

სამეგრელო. საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „დეამ" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს წევრებისთვის 26 და 27 ნოემბერს, ტრენინგი ჩაატარა.  ტრენინგი  მუნიციპალიტეტის სოციალურ ეკონომიკური გეგმის შედგენასა და მრჩეველთა საბჭოს საქმიანობას ეხებოდა. შეხვედრაზე მთავარი აქცენტი  მრჩეველთა ფუნქციონირებაზე, სტრუქტურასა და ორგანიზების  მეთოდებზე გაკეთდა. 
„ტრენინგის თემატიკა მოიცავდა საზოგადოებრივი თანამონაწილეობის ფორმებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ სამოქალაქო ინიციატივების სტიმულირებას, მოსახლეობასთან ეფექტიანი და ქმედითი დიალოგის ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს", - განაცხადა ასოციაცია „დეას" წარმომადგენელმა ნონა ქობალიამ. მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ამაღლებას. პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის  – „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში" – ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)