თბილისი. 30 მაისს, არასამთავრობო რვა ორგანიზაციასა და 14 პარტიის წარმომადგენლებმა, პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე, ქვეყნის საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხზე დოკუმენტი გააფორმეს.
„აღნიშნულ დოკუმენტში ასახულია ერთიანი ხედვა, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის, პროპორციული საარჩევნო სისტემით შეცვლას გულისხმობს", ნათქვამია საიას ვებგვერდზე.
ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები ამ წინადადებით ქვეყნის კანონმდებლებს მიმართავენ.
წყარო: gyla.ge