en
ge

ახალი პროგრამა მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის

სამცხე–ჯავახეთი. 26–27 ნოემბერს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა (ICCN)  მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ეს იყო კვლევითი ფაზა ფოკუს ჯგუფებში პირველადი მონაცემების შესაგროვებლად. ამ კვლევის შედეგებზე აიგება ორგანიზაციის ახალი, ორწლიანი პროგრამა – ,,ძალა ჩვენშია - განვითარება მშვიდობის, მრავალფეროვნების ეფექტურად მართვისა და გენდერული თანასწორობისათვის". პროექტი 3 რეგიონში, სამცხე–ჯავახეთში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში განხორციელდება.
,,ამ ინფორმაციაზე აიგება ჩვენი ორგანიზაციის მიერ წარმოებული ორწლიანი პროგრამა. იგი ახალციხეში მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან იმუშვებს. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორი სახის პრობლემაზე: მედიაში გენდერული საკითხებისა და მრავალფეროვნების გაშუქება", –განაცხადა ეროვნული უმცირესობების და გენდერული საკითხების პროგრამების მენეჯერმა ნანა ბერეკაშვილმა.
შეხვედრები ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)