en
ge

განჯინა თელავში: „ვისაც გაქვთ გაიღეთ, ვისაც არა მიიღეთ“

კახეთი. თელავში განჯინა - ,,გაიღე და მიიღე" გაიხსნა. მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, განჯინაში მიიტანონ სხვადასხვა ნივთები, რომლებსაც სხვები საჭიროებისამებრ გამოიყენებენ. განჯინა, თელავის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭადრაკის სახლთან დგას.
საქველმოქმედო აქციის ინიციატორები და ორგანიზატორები არიან თელავში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები.
პროექტის ორგანიზატორების განცხადებით, სოციალურ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს ყველა ადამიანი მათ წინაშე ვისაც მსგავსი ტიპის დახმარება სჭირდება:
,,პროგრამის ფარგლებში - ვისაც გაქვთ, გაიღეთ, ვისაც არა მიიღეთ – თელავში გავხსენით განჯინა. ვისაც გვაქვს გარკვეული ნივთები და სხვისთვის გვემეტება, შეგვიძლია მოვიტანოთ განჯინაში და ადამიანები, ვისაც სჭირდებათ აღნიშნული ნივთები, მოვლენ და ამოარჩევენ, ისარგებლებენ და თავადაც სხვა ნივთებს მოიტანენ".
აქციის ორგანიზატორებს თანაქალაქელების იმედი აქვთ წამოწყებული საქმის მხარდაჭერაში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023