en
ge

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

თბილისი. 4 ივნისს, ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ადგილობრივმა სადამკვირვებლო ცხრა ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა. „28 მაისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო დღეს მოქმედ საარჩევნო სისტემაში მაჟორიტარულ ოლქებად დაყოფის არსებული წესი, რითაც დარღვეულია ამომრჩევლის ხმის თანაბრობის პრინციპი. ...დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემა წლებია წარმოადგენს კრიტიკის საგანს ადგილობრივი/საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ვინაიდან, ის ვერ უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტანდარტების აღსრულებას: ამომრჩეველთა ნების პროპორციულად ასახვას მანდატებში, არ არის დაცული ერთი ხმის თანაბრობის პრინციპი"...
ვინაიდან საპარლამენტო არჩევნებამდე ძირეული რეფორმის დაგეგმა–განხორციელებამდე მცირე დრო რჩება, ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას „...უმოკლეს დროში, შექმნას სამუშაო ჯგუფი ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, რათა მიღწეული იქნას კონსენსუსი საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად". ასევე მოუწოდებენ საკონსტიტუციო კომისიას „დაუყოვნებლივ დანიშნოს სხდომა საარჩევნო სისტემის საკითხის ძირეული განხილვის მიზნით".
სრულად...
წყარო: განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)