კახეთი. არასამთავრობო ორგანიზაციამ „მემკვიდრეობა მომავლისათვის" გამართა შეხვედრა, სადაც არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობაზე იმსჯელეს. ორგანიზაცია ახორციელებდა პროექტს, რომელიც ეხებოდა არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას. პროექტის ფარგლებში ორგანიზაციამ ჩაატარა საველ სამუშაოები და აღრიცხა არამატერიალური მემკვიდრეობა. მათ შორის ჩურჩხელას დამზადების ტექნოლოგია და კულტურა, კახური შოთის ცხობის ტექნოლოგია, კახური ქუდის დამზადების ტექნოლოგია და ა.შ. ორგანიზაციის წარმომადგენლების განმარტებით, გეგმავენ დოკუმენტირებული და სააღრიცხვო ბარათების შესაბამისი სამსახურისთვის გადაცემას, რათა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების პროცედურა დაიწყოს.
ამ ეტაპისთვის წარდგენილია კახური ქუდის დამზადების ტექნოლოგია და ჩურჩხელას დამზადების ტექნოლოგია და კულტურა.