აჭარა. 5 ივნისს, გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით, პროგრამა ,,საქართველოს მოხალისის" ფარგლებში მოეწყო ფილმის ჩვენება და გაიმართა დისკუსია: ,,ადამიანის როლი გარემოსდაცვით საქმიანობაში." ღონისძიების მიზანს წარმოადგენადა მოხალისეობის არსის გათავისება და ინფორმაციის მოწოდება ახალგაზრდებისთვის, რათა ისინი მაქსიმალურად ჩაერთონ ასეთი სახის ღონისძიებებში. შეხვედრის მონაწილეები გადანაწილდნენ ჯგუფებში, სადაც განიხილეს ბათუმში არსებული ეკოლოგიური პრობლემები და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს, შეხვედრის ბოლოს კი დაიგეგმა სამომავლო ღონისძიებები.