en
ge

„კარგი სახლის“ საგანმანათლებლო პროგრამები

კახეთი. სოფელ კისისხევის „კარგ სახლში” ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი დაიწყო.
საგანმანათლებლო პროექტის ხელმძღვანელის, მარიკა ლაფაური-ბურკის განცხადებით, ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე ამ ეტაპზე 10 ახალგაზრდა ირიცხება, თუმცა მსურველი ბევრია: ,,ინგლისურის კურსი ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამის ერთ-ერთი ნაწილია. პარალელურად მიმდინარეობს სხვადასხვა სახის ლექციებიც. ჩვენ, ხშირად გვყვავს ევროპელი სტუმრები კისისხევში და ვიცით, რომ ახალგაზრდებში უცხო ენის დეფიციტია. ვთვლით, რომ მათთვის აუცილებელია ჩვენი ხელშეწყობა ამ მხრივაც.
ახლო მომავალში, „კარგ სახლში" გვექნება ინტერნეტი, რომლითაც სარგებლობა ყველას შეეძლება. დიდი იმედი გვაქვს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მეტ აქტიურობას გამოიჩენს და გამოიყენებს ჩვენ მიერ შეთავაზებულ საშუალებებს".
პროექტს ჰამბურგში არსებული საზოგადოება „ლილე"ახორციელებს, რომლის ხელმძღვანელი კისიხევში არსებული „კარგი სახლის" დამაარსებელი მარიკა ლაფაური-ბურკია.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)