en
ge

კვლევის შედეგების გაცნობა...

შიდა ქართლი. 10 ივნისს, გორის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში გაიმართა მრგვალი მაგიდა პროგრამის - „სოციალური საწარმოები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საქართველოში". პროგრამა ითვალისწინებს შიდა ქართლის რეგიონში არსებულ დევნილთა 20 ჩასახლებასა და საოკუპაციო ზოლის მიმდებარე 20 სოფელში სოციალური საწარმოების შექმნას.
მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ პროექტის განმახორციელებელი პარტნიორი ორგანიზაციები: საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის" (CHCA) და „არბაითერ სამარიტერ ბუნდის" (ASB) წარმომადგენლები და შიდა ქართლში არსებული მუნიციპალიტეტების: ქ. გორის, გორის რაიონის, ხაშურის, ქარელის და კასპის გამგეობის მაღალი თანამდებობის პირები.
დამსწრეებს წარედგინათ ASB-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები და გაიმართა მსჯელობა სოციალური საწარმოების შექმნისა და ფუნქციონირების შესახებ, ადგილობრივი თვითმმართველობების როლზე პროექტების მდგრადობის საკითხში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)