en
ge

შეხვედრა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ

კახეთი. თელავში, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივით, პროექტის ,,ერთად შევეგებოთ ევროპას’’ ფარგლებში გაიმართა.
ღონისძიებას არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვადასხვა სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მეწარმეები, სტუდენტები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში რა ვალდებულებების შესრულება ეკისრება საქართველოს და ევროკავშირის ბაზარზე მოსახვედრად ქართულმა პროდუქციამ რა სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს.
,,ჩვენი მიზანია დაინტერესებულ მხარეებს, ფერმერებს, მეწარმეებს, ბიზნესმენებს გავაცნოთ თუ რა პერსპექტივა აქვს ქართულ პროდუქციას ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტისთვის. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია 9 შეხვედრის ჩატარება საქართველოს სხვადასხვა დიდ ქალაქში. შეხვედრებში ხალხის ჩართულობა და ინტერესი მაღალია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, განაცხადა ,,ერთად შევეგებოთ ევროპას’’ წარმომადგენელმა თამუნა ხურციამ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)