თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო აქვეყნებს 2012–2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს მუნიციპალიტეტებში გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატის შესახებ პუბლიკაციას. ორგანიზაციამ 59 მუნიციპალიტეტიდან და 12 თვითმმართველი ქალაქიდან გამოითხოვა.
„2012-2014 წლებში საქართველოს თვითმმართველობებში პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 100 მილიონ ლარზე მეტი გაიცა. გამომდინარე იქედან, რომ ცალკეული მუნიციპალიტეტის საკრებულომ და გამგეობამ/მერიამ ჩვენ მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია საერთოდ არ მოგვაწოდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გაცემული პრემიებისა და დანამატების რიცხვი აღემატება ზემოხსენებულ მაჩვენებელს", ნათქვამია პუბლიკაციაში.
წყარო: transparency.ge