en
ge

„გამჭვირვალობა“ თბილისის ქონების განკარგვაზე

თბილისი. საქართველოს პარლამენტში პარლამენტის წევრების მიერ მომზადებული კანონის პროექტი შევიდა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შესახებ.
გამჭვირვალობის ინფორმაციით, „შემოთავაზებული კანონპროექტი შეიცავს რიგ ცვლილებებს, რომლებიც ცალსახად პოზიტიური და მისასალმებელია. ამ მხრივ აღსანიშნავია, მაგალითად, ცვლილება, რომლის მიხედვითაც დაკონკრეტდება, თუ როგორ ხდება კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების წესდება-დებულებების დამტკიცება, ხელმძღვანელის დანიშვნა და მისი საქმიანობის კონტროლი.
ამავე დროს, კითხვებს ბადებს კანონპროექტის ის დებულებები, რომლებიც თბილისის მერიის მიერ მუნიციპალური ქონების განკარგვის უფლებამოსილებას უკავშირდება. ამ მხრივ, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის დებულებები, რომლებიც თბილისისთვის ქონების პირდაპირი განკარგვის საფუძველზე პრივატიზების უფლებამოსილების მინიჭებას და თბილისის საკრებულოს მიერ საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და საპრივატიზაციო გეგმის დამტკიცების პროცედურის გაუქმებას ითვალისწინებს".
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023