en
ge

თანადგომის კვირეული სამცხე-ჯავახეთში

სამცხე-ჯავახეთი. 20 ივნისს, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის მიერ დაგეგმილი „თანადგომის კვირეულის" ფარგლებში, პროგრამა „მომავლის თაობის" კურსდამთავრებულებმა ქალაქის ცენტრში საქველმოქმედო კონცერტი გამართეს.
აქვე დადგმული იყო ყუთები შემოწირულობის შესაგროვებლად და დადიოდნენ ახალგაზრდები წარწერებიანი ფურცლებით: „თბილისო, სამცხე-ჯავახეთი თქვენთანაა".
სამოქალაქო პროგრამა „მომავლის თაობის" კურსდამთავრებულები 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული თბილისის დასახმარებლად მთელი კვირის განმავლობაში აგროვებდნენ პროდუქტებს. გუშინ, დღის განმავლობაში, მათ ეს პროდუქტიც გადაახარისხეს.
აქციაში რეგიონის მასშტაბით არაერთი სკოლა იყო ჩართული. მათ შორის, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი „ხელი ხელს". კლუბის წევრებმა მოსახლეობაში 271 ლარი შეაგროვეს დაზარალებულთა ფონდში გადასარიცხად. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰეშტიის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა კი საკუთარი სახსრებით დაზარალებულებისთვის საკვები პროდუქტები და სარეცხი საშუალებები შეიძინეს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)