თბილისი. 27 ნოემბერს საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა" პროექტის – „საქართველო ევროპაში" – ფარგლებში გამართული თემების კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა. ცერემონიალს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, ელჩი ფილიპ დიმიტროვი დაესწრო.
პროექტ „საქართველო ევროპაში" ფარგლებში გამოცხადებულ თემების კონკურსში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით 17–დან 21 წლამდე ასაკის 250 ახალგაზრდამ მიიღო, საიდანაც გამარჯვებულად მხოლოდ 3 დასახელდა. პირველ ეტაპზე პროექტის ფარგლებში ევროკავშირის თემატიკასთან დაკავშირებით საქართველოს 10 რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა ქვემო და შიდა ქართლის, კახეთის, იმერეთის, გურიის, აჭარის, სამეგრელოს და სამცხე–ჯავახეთის რეგიონების მკვიდრ მოსახლეობასთან. საინფორმაციო კამპანიებში მონაწილეობა ევროკავშირის, ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და საქართველო ევროინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებმა მიიღეს. დარიგდა საინფორმაციო სახის მასალები.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციაურ ქსელში