en
ge

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიში

თბილისი. საიამ და გამჭვირვალობა საქართველომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის სამწლიანი შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გამართეს.
სამწლიანმა მონიტორინგმა გამოავლინა შემდეგი მნიშვნელოვანი შედეგები: „საბჭოს საქმიანობის სამწლიანი მონიტრინგის განმავლობაში ცვლილებები შევიდა, დაკონკრეტდა და უფრო ნათელი გახდა საბჭოს საქმიანობის ცალკეული მიმართულებების მარეგულირებელი კანონმდებლობა; გაიზარდა საბჭოს საქმიანობის საჯაროობის ხარისხი; მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანიზაციებს ნაკლები პრობლემები ექმნებოდათ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის კუთხით; ასევე გაუმჯობესდა საბჭოს სხდომებზე საბჭოს წევრების აქტიურობის ხარისხი სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობისას.
თუმცა, დადებითი ცვლილებების მიუხედავად, საბჭოს საქმიანობაში კვლავ შეინიშნება მნიშვნელოვანი ხარვეზები, რაც ერთი მხრივ, გამოწვეულია საკანონმდებლო ხარვეზებით და მეორე მხრივ, საბჭოს მიერ მოქმედი საკანონმდებლო ნორმების არასწორი განმარტებებით...", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023