თბილისი. 30 ივნისს, მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე: „სასამართლო რეფორმა და დღევანდელი გამოწვევები". შეხვედრაში მონაწილეობდნენ სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა, პრაქტიკოსმა იურისტებმა და სამართლის ექსპერტებმა. მრგვალი მაგიდა მიეძღვნა სასამართლო რეფორმის მესამე ფაზის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებს, მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებსა და აღნიშნული ცვლილებების პრაქტიკაში იმპლიმენტაციის დროს შესაძლო პრობლემებსა და გამოწვევებს.
ღონისძიება ჩატარდა პროექტი „სტრატეგიული სამართალწარმოება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დასაცავად" , რომელსაც ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42–ე მუხლი" ახორციელებს, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს" მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში