კახეთი. ლაგოდეხში, ,,აღმოსავლეთის პარტნიორობის უმცირესობათა ქსელის” ადგილობრივი ადვოკატირების კომპანიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა ,,უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრი - კავკასიის’’ ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის ,,ეთნიკური უმცირესობების ცნობიერების ამაღლება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში" – ფარგლებში მოეწყო.
შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ეროვნული უმცირესობების პრობლემები და მათი მოგვარების გზები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.