en
ge

შეხვედრა ეკომიგრანტებთან

ქვემო ქართლი. 7 ივლისს, საიას და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის წარმომადგენლები წალკასა და სოფელ იმერაში დასახლებულ ეკომიგრანტებს შეხვდნენ. ადგილზე ჩასვლისას მოქალაქეებმა ორგანიზაციის წარმომადგენლებს გაუზიარეს საკუთარი ისტორიები და აჩვენეს საცხოვრებელი პირობები. მათი თქმით, დასახლებას დიდი ხანია არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია. გაურკვეველია მომავალში რა ბედი ელით ეკომიგრანტებს, მიიღებენ თუ არა სახელმწიფოსგან საცხოვრებელს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს დღემდე არ აქვს მიღებული კანონი, რომლითაც ეკომიგრანტების სამართლებრივი მდგომარეობა და მათი უფლებები განისაზღვრება.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)