თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს თავის მოსაზრებებს „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე, რომელსაც პარლამენტი მეორე მოსმენით იხილავს. ორგანიზაციის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ ცვლილებები დაჩქარებული წესით იხილება და შედეგად „ვერ უზრუნველყო მონაწილეობითი პროცესის შექმნა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობა განხილვის პროცესში".
რაც შეეხება ცვლილებების შინაარსობრივ მხარეს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგი ცენტრი მიიჩნევს, რომ „ტრეფიკინგის გამოვლენა და მასზე რეაგირების დამატებითი მექანიზმის შექმნის მცდელობა პოზიტიურად უნდა შეფასდეს, თუმცა, წარმოდგენილი კანონპროექტი ერთი მხრივ, აჩენს კითხვებს თავად კანონის პირველადი მიზნის – ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის გზების ეფექტიანობასთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ, ვერ პასუხობს იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრობლემას და რეგულირების მიღმა ტოვებს ამგვარ ფაქტებზე სათანადო რეაგირების საკითხს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge