თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია.
მასზე დაყრდნობით, ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „აღნიშნულ პერიოდში (2014–2015) სამინისტროს მიერ გაცემულმა დაფინანსებამ სულ შეადგინა 7 410 636.54 ლარი.
სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროექტებს შორის ყველაზე დიდი თანხა - 4 053 062.15 ლარი მოხმარდა კულტურული ღონისძიებების დაფინანსებას (ფესტივალი, სპექტაკლი, გამოფენა, კონცერტი)".
წყარო: idfi.ge