en
ge

მონოპიესების ფესტივალი გრძელდება

აჭარა. 12 ივლისს, ბათუმში მონოპიესების ფესტივალის ფარგლებში მორიგი სპექტაკლი გაიმართა. ხელოვნების უნივერსიტეტში მსახიობმა ეკა ჩავლეიშვილმა მისი და ოთარ ქათამაძის მიერ შექმნილი პიესა „თეთრი, ფუმფულა, სურნელოვანი'' წარმოადგინა. პიესა უსარგებლო საკვების მიღებას, ჭარბი წონის პრობლემასა და მასთან დაკავშირებულ დიეტებს ეხებოდა. წარმოდგენილი იყო პერსონაჟი ქალის ისტორია, ვისთვისაც ზედმეტი კილოგრამები ცხოვრების ტრაგედიად იქცა. თეატრალური წარმოდგენები ახალგაზრდული ორგანიზაცია „არტ-ვეისა" და ბათუმის მერიის ორგანიზებით იმართება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)