en
ge

გურჯაანში მიგრაციის საკითხებზე შეხვედრა ჩატარდა

კახეთი. გურჯაანში, სამართლიანი არჩევნების ოფისში, პოტენციური მიგრანტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრის მიზანია საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების ინფორმირება, თუ როგორ მიიღონ გრძელვადიანი სარგებელი რეინტეგრაციის ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში.
შეხვედრა ჩატარდა ორგანიზაცია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ პროექტის - ,,მეტი თანამშრომლობა დაცული საზღვრების და უსაფრთხო მიგრაციის მხარდასაჭერად" ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან თანამშრომლობით.
შეხვედრაზე იმსჯელეს დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციისა და პოტენციური მიგრანტების ინფორმირების შესახებ, რომელიც მოიცავს შემდეგ საკითხებს: ლეგალური დასაქმების შესაძლებლობები საზღვარგარეთ, დასაქმების შეთავაზების სანდოობა, სავიზო პროცდურები და უცხო ქვეყანაში ცხოვრების წესები, სწავლა საზღვარგარეთ და გაცვლითი პროგრამები, მუდმივი ბინადრობა და თავშესაფარი, მიგრანტების უფლებები და მოვალეობები, არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკები და მათი პრევენცია და სხვა.
შეხვედრა ჩატარდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათოშორისო საკოორდინაციო საბჭოს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)