en
ge

„სამართლიანი არჩევნები“ სტიქიის შედეგად დაზარალებულთა პრობლემები

თბილისი. „სამართლიანმა არჩევნებმა" სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი 33 ოჯახი გამოკითხა და მათთვის სახელმწიფოს მხრიდან გაწეული დახმარების პროცესის ეფექტურობა შეაფასა. „ინტერვიუების დროს გამოიკვეთა, რომ სასტუმროებში მცხოვრებ ოჯახების ნაწილს არ სურთ ქირით გადასვლა, და სახელმწიფოს შემოთავაზებაზე იმ მიზეზით ამბობენ უარს, რომ არ აკმაყოფილებთ შემოთავაზებული ხელშეკრულების პირობები. კერძოდ, ქირის გადამხდელად დაფიქსირებულია ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რომელსაც ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ანგარიშზე ყოველთვიურად ურიცხავს ბინის ქირისთვის განკუთვნილ თანხას. ხელშეკრულებაში არსად ფიგურირებს ადგილობრივი ხელისუფლება, რაც, როგორც დაზარალებულს, ასევე გამქირავებელს უქმნის უნდობლობის განცდას ქირის გადახდის ვალდებულებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, დაზარალებულებს აქვთ შიში, რომ სასტუმროდან საცხოვრებელ ბინაში ქირით გადასვლის შემთხვევაში გაჭიანურდება მათი მუდმივი საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროცესი". „სამართლიანი არჩევნები" განაგრძობს მონიტორინგს და შედეგებს მომდევნო ანგარიშებში შემოგთავაზებთ.
სრულად...
წყარო: www.isfed.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)