თბილისი. საია, ადვოკატ ბესარიონ ბოჭორიშვილის პროკურატურაში დაბარების ფაქტს ეხმაურება და ადვოკატთა უფლებებში საშიშ ჩარევის პრეცედენტად მიიჩნევს. „ადვოკატი საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად და მასში ჩარევა დაუშვებელია. კონფიდენციალურია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ადვოკატმა მიიღო კლიენტისაგან ან იურიდიული რჩევის მიღების სხვა მსურველისაგან. „ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს. გარდა ამისა, ადვოკატს უფლება აქვს კლიენტის ინტერესების დასაცავად გამოიყენოს ყველა საშუალება, რომელიც აკრძალული არ არის კანონმდებლობით ან პროფესიული ეთიკის ნორმებით. „ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონი ადვოკატს ავალდებულებს, რომ დაიცვას პროფესიული საიდუმლოება, გასული დროის მიუხედავად და კლიენტის თანხმობის გარეშე არ გაავრცელოს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში მისგან მიღებული ინფორმაცია"...
წყარო: gyla.ge