თბილისი. 10-11 ივნისს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტმა, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფარი) მონიტორინგი განახორციელა. შემოწმდა თბილისისა და ბათუმის თავშესაფრები და სერვისის მიწოდების ძლიერი და სუსტი მხარეები გამოვლინდა.
„მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა რომ თავშესაფრებში არსებული მდგომარეობა კეთილსაიმედოა. აშკარაა, რომ თავშესაფრის ადმინისტრაცია ძალისხმევას არ იშურებს ბენეფიციართა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. თუმცა, გამოიკვეთა რიგი პრობლემური საკითხები, რომელთა მოგვარება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სერვისის მიწოდების ხარისხს. აღსანიშნავია, რომ დაწესებულებას არ აქვს სტანდარტები, რომელთა მიხედვითაც უნდა იყოს მოწყობილი საცხოვრებელი და განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესები", ნათქვამია განცხადებაში...
წყარო: www.ombudsman.ge