en
ge

სახალხო დამცველის განცხადება „თბილისი 2015“

თბილისი. სახალხო დამცველი „თბილისი 2015" გახსნის ცერემონიალს ეხმაურება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებების უგულებელყოფაზე საუბრობს.
„ეტლით მოსარგებლე ადამიანებს შეექმნათ დაბრკოლება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თავისუფლად შესვლის, გადაადგილებისა და ღონისძიებაზე დასწრების პროცესში.
საქართველოში სამწუხარო პრაქტიკას წარმოადგენს სპორტულ, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განსაკუთრებული საჭიროებების იგნორირება. არაადაპტირებული გარემო და პირობები ხშირად ხდება ამ პირთა დისკრიმინაციის საფუძველი.
საქართველოს სახალხო დამცველი კვლავ მოუწოდებს ყველა საჯარო თუ კერძო დაწესებულებას, გაითვალისწინოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" გაეროს კონვენციით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ცხოვრების ყველა სფეროში მათი სრულყოფილი მონაწილეობისათვის უზრუნველყოს ფიზიკური გარემოს, საზოგადოებისათვის ღია ობიექტებისა და მომსახურების თანაბარი მისაწვდომობა, დისკრიმინაციის გარეშე", ნათქვამია სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: www.ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)