თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ახალ ბლოგს აქვეყნებს: „უკანონო გათავისუფლებები საჯარო სამსახურში: სასამართლოს გზით აღდგენილი უფლებები". 2012 წლიდან ორგანიზაცია უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებს.
„2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საჯარო სამსახურში დაწყებული საკადრო ცვლილებები საზოგადოების ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა და დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა. 2013 წლის მარტში ჩატარებული ჩვენი კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებიდან 6 თვის განმავლობაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებიდან 5 ათასზე მეტი მოსამსახურე გაათავისუფლეს, მათგან 2,300 (45%) – საკუთარი განცხადების საფუძველზე, რაც გონივრულ ეჭვებს ბადებდა, რომ ხშირ შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეები საკუთარი ნებით არ ტოვებდნენ სამსახურს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე...
წყარო: www.transparency.ge