en
ge

კოალიციის „მედია ადვოკატირებისათვის“ განცხადება

თბილისი. კოალიცია „მედია ადვოკატირებისათვის" მიესალმება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ 2015 -2016 წლის პრიორიტეტების საჯარო განხილვების შედეგად დამტკიცებას. კოალიციამ ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა: „ვფიქრობთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის გასაუმჯობესებლად არსებითად მნიშვნელოვანი იყო, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მეურვეებმა შეძლეს, დაინტერესებულ საზოგადოებასთან დიალოგით, საზოგადოებრივი არხების ორწლიანი სამუშაო დოკუმენტის დახვეწა და არსებულ გამოწვევებზე შედარებით უკეთ ორიენტირებული დოკუმენტის შეექმნა. საბოლოო დოკუმენტში დაინტერესებული პირების მიერ სამეურვეო საბჭოსთვის მიწოდებული მნიშვნელოვანი იდეებია ასახული", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: www.media.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)