en
ge

სახალხო დამცველის განცხადება

თბილისი. სახალხო დამცველი ეხმაურება 26 ივლისს, ტელეიმედის ეთერში გასულ სიუჟეტს, სახალხო დამცველი მოუწოდეს მედია საშუალებებს განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქონ ძალადობის მსხვერპლთა შემთხვევები, გასაკუთრებით ქალთა დისკრიმინაციული შემთხვევები და გაითვალისწინონ მსხვერპლის ინტერესები.
„ჟურნალისტური ქარტიის მე–10 მუხლის თანახმად „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი."ტელე იმედის ეთერით გასული სიუჟეტი ახალგაზრდა ქალის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობრივი ქმედებების შესახებ, მომზადებული იყო იმგვარად, რომ არღვევდა პირის უფლებას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე. ამ ადამიანისთვის მიყენებული უმძიმესი ტრავმების ფონზე, სიუჟეტში იყო კადრები სადაც აშკარად ჩანდა, მისი სახე და ჯანმრთელობის მდგომარეობა", ნათქვამია სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: www.ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)