en
ge

გამჭვირვალობა - ქალები თვითმმართველობაში

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ახალ ბლოგ პოსტს აქვეყნებს - ქალები თვითმმართველობაში: გენდერული ბალანსი დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში. ორგანიზაციამ დასავლეთ საქართველოს 37 მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა გამოიკვლია. 2014 წლის კვლევის თანახმად, საკრებულოს წევრთა შორის მხოლოდ 12% იყო ქალი, მუნიციპალიტეტებში წამყვან თანამდებობებს კი კაცები იკავებდნენ. ორგანიზაციის განცხადებით, წინა წლის კვლევებთან შედარებით მდგომარეობა წელსაც არ შეცვლილა რადიკალურად.
„ამ რეგიონების 37 თვითმმართველ ერთეულში საკვანძო თანამდებობებზე ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილნი, ქალების უმრავლესობას არ უკავია მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მისაღებად აუცილებელი თანამდებობები. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად დასავლეთ საქართველოს საკრებულოებში 1086 მანდატიდან, ქალებმა სულ 134 მანდატი მოიპოვეს, რაც საერთო რაოდენობის 12 %-ის ტოლია", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: www.transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)