en
ge

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადება

თბილისი. „ახალგაზრდა ადვოკატები" კომპენსაციების მიმღებთა ახალი წრისთვის სახელმწიფო რეგულაციებს სამართლიანად მიიჩნევს. „წარმოდგენილი ცვლილებები საქართველოს მიმართ ევროკავშირის დირექტივებს პასუხობს და მნიშვნელოვნად ზრდის მთავრობის პასუხისმგებლობას სოციალური დაცვის პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით. ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყანა განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ქმნის შესაძლებლობებს, რომელიც სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის მქონე პირთა წრის სოციალური დაცვის გარანტიებს ეხება. საქართველოში სოციალური დაცვის გარანტიების შექმნა კონსტიტუციური დებულებებიდანაა გამომდინარე და ემყარება სამართლიანობის, კანონის წინაშე თანასწორობის, მუდმივობისა და კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების სახელმწიფო გარანტიის პრინციპებს. როგორც ცნობილია, მოქმედი კანონმდებლობით, სტიპენდიის მიღების უფლებით სარგებლობს საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, ასევე საერთო სასამართლოების მოსამართლეები და სხვა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: barristers.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)