en
ge

გაიარე ეს გზა – ასოციაცია „დეას“ მიერ ორგანიზებული აქცია ზუგდიდში

სამეგრელო. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე 3 დეკემბერს, ზუგდიდში,  ასოციაცია „დეას" ორგანიზებით. სოლიდარობის აქციით აღინიშნა. გაიარე ეს გზა – ასე ერქვა აქციას, რომლის ფარგლებში, რამდენიმე ქუჩიდან მოქალაქეთა მსვლელობა მოეწყო. აქციის მიზანი,  სადაც მონაწილეობას შშმ პირებთან ერთდ სტუდენტები, არასამთავრობო და სამთავრობო სექტორი, ასევე რიგითი გამვლელები იღებდნენ, სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანება იყო.
„ეს არ არის პოლიტიკური აქცია, ეს სოლიდარობის აქციაა შშმ პირთა მდგომარეობის გაზიარების, თანაბარი უფლებების, გარემოსა და შესაძლებლობების უზრუნველყოფის მხარდაჭერისთვის", – განაცხადა ასოციაცია „დეას" წევრმა ივეტა წითაშვილმა.
სოლიდარობის აქცია შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტების ფლეშ-მობით (ცეკვა ეტლებით) დასრულდა. ერთ-ერთმა სტუდენტმა ირაკლი ჯიქიამ, რომელიც აქციაზე ეტლით იყო მოსული აღნიშნა, რომ ქალაქის ქუჩებში გადაადგილება გაუჭირდა, რადგან შესაფერისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს. მისივე თქმით, დღეს ეტლით სწორედ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით მივიდა აქციაზე. ფლეშ-მობის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა საჰაერო ფრანები გაუშვეს. 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)