en
ge

„საქართველო და ევროკავშირი“ დასკვნითი კონფერენცია

თბილისი. 28 ივლისს გაიმართა პროექტის „საქართველო და ევროკავშირის" დასკვნითი კონფერენცია. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა (CDD) საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასთან და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ნიდერლანდების სამეფოსა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების მხარდაჭერით განახორციელა საპილოტე პროექტი „საქართველო და ევროკავშირი". პროექტის მიზანი იყო საინფორმაციო შეხვედრების გამართვა საქართველოს სხვადასხვა ეპარქიებში საპატრიარქოს სკოლებისა და გიმნაზიების წარმომადგენელთათვის.
ჩართულმა მხარეებმა და მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობაზე, სამომავლო გეგმებსა და პროექტის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე. კონფერენციაზე წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში გამართული შეხვედრების ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა, დასასრულს კი საინტერესო დისკუსია გაიმართა.


წყარო: cdd.ge
სრულად...

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)