en
ge

IDFI: „ათონელის რეზიდენციის ბედი კვლავ უცნობია“

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის საკითხს კვლავ უბრუნდება და მორიგ პუბლიკაციას აქვეყნებს: „ათონელის რეზიდენციის ბედი კვლავ უცნობია". ინსტიტუტის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ მას შემდეგ რაც ინსტიტუტმა პირველ ივლისს გამოაქვეყნა რეზიდენციის შესახებ დოკუმენტაცია „პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით არსებულ უთანხმოებაში მთავრობასა და პრეზიდენტთან ერთად აქტიურად იყო ჩართული აგრეთვე საქართველოს უშიშროების საბჭოს აპარატიც".
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ინსტიტუტმა ამჯერად მთავრობის ადმინისტრაციიდან და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატიდან გამოითხოვა ათონელის ქუჩაზე არსებულ რეზიდენციასთან დაკავშირებით არსებული მიმოწერის ასლები.
5 აგვისტოს გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ინსტიტუტი საზოგადოებას აწვდის მათ ხელთ არსებულ სრულ დოკუმენტაციას, „რომელიც მოიცავს 2014 წლის ოქტომბრიდან (როდესაც დღის წესრიგში დადგა უშიშროების საბჭოს აპარატის მთავრობის ადმინისტრაციიდან გადასვა) დღემდე აღნიშნულ უწყებებს შორის არსებულ მიმოწერას".
სრულად...
წყარო: idfi.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023