აჭარა. 6–8 აგვისტოს, ორგანიზაცია „micro-ფონის" ორგანიზებით საზოგადოებამ იხილა „ბათუმის ეზოს ამბები". აღნიშნული პროექტი ბათუმში უკვე მეოთხე წელია ხორციელდება. „ბათუმის ეზოს ამბები" კულტურულ-სახელოვნებო ინიციატივაა, რომელიც მხატვრების ერთობლივ შემოქმედებით პროცესს საზოგადოებრივ, საჯარო სივრცეში აერთიანებს. საჯარო სივრცეს ბათუმის ერთ-ერთი უბნის ქუჩა და რამდენიმე ეზო წარმოადგენს, სადაც პროექტის ფარგლებში, ბათუმელმა, თბილისელმა და უცხოელმა მხატვრებმა ეზოს მაცხოვრებელებთან ერთად საინტერესო პერსონალური ისტორიები, ოჯახებში არსებული ფოტო-მასალები, საყოფაცხოვრებო საგნები, ეზოს ურბანულ–არქიტექტურული გარემო და ყოველდღიური ცხოვრება ხელოვნების ენაზე „თარგმნეს".
პროექტში 6 უცხოელი და 8 ქართველი ხელოვანი მონაწილეობდა.