სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქვეყნებს ანგარიშს „საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემა სასამართლოში".
საერთო სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემა სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის“ ფარგლებში დაინერგა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური სიახლე იყო. სისტემის მთავარი დანიშნულება პროცესის მიუკერძოებლობა, გარე ჩარევებისგან დაცვა და დროული და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება იყო;
სოციალური სამართლიანობის ცენტრი საქმეთა განაწილების სისტემის მონიტორინგს 2018 წლიდან ახორციელებს. ამჯერად აქვეყნებს მე-4 ანგარიშს, რომელიც მოიცავს 2022-2023 წლების პერიოდს. „ამ პერიოდში კანონმდებლობასა და პრაქტიკაზე დაკვირვებამ არაერთი სისტემური ხარვეზი და ბუნდოვანება გამოავლინა, რაც სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევის რისკებს ქმნის“.
წყარო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)