თბილისი. მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა შეისწავლა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2015 წლის 5 აგვისტოს მიღებული განჩინება რუსთავი 2-თან დაკავშირებით. განჩინების მიხედვით, სასამართლომ ყადაღა დაადო შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის პარტნიორების წილებს.
სახალხო დამცველი თვლის, რომ „სასამართლოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, არღვევს უფლებათა შეზღუდვის თანაზომიერების პრინციპს. სასამართლომ საკუთრების უფლება შეზღუდა იმაზე მეტად, ვიდრე ამას მოითხოვს მოსარჩელის ლეგიტიმური მიზანი, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა რეალური საფრთხე შეუქმნას დამოუკიდებელი ტელეკომპანიის მიერ გამოხატვის თავისუფლების რეალიზებას". სახალხო დამცველი გააგრძელებს დაკვირვებას და მისი მანდატის ფარგლებში საქმის შესწავლას.
წყარო: www.ombudsman.ge