თბილისი. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) სარჩელი ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ორგანიზაციამ განცხადებით გამოითხოვა ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია, თუმცა, „ის არ შეიცავდა ჩვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას სრულყოფილი სახით. კერძოდ, ფინანსთა სამინისტრომ პასუხების უმრავლესობა იყო ჯამური შინაარსის და არ შეესაბამებოდა ჩვენს მიერ გაგზავნილი მოთხოვნებს".
სასამართლოს გადაწყვეტილებით „ფინანსთა სამინისტროს დაევალა გაეცა ინფორმაცია რვა სასარჩელო მოთხოვნიდან შვიდზე (სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა მხოლოდ იმ ნაწილში, რომლთაც მინისტრის სამუშაო ელექტრონული ფოსტიდან სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლების მიღებას ეხებოდა)", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: idfi.ge