en
ge

სოციალური რგოლების პრეზენტაცია

აჭარა. 5 სექტემბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კლუბის ფარგლებში მომზადებული სოციალური რგოლების პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე აჩვენეს ორი სოციალური რგოლი, რომელთაგან პირველი ასახავს იმ არამართებულ სამეტყველო ლექსიკას, რომელიც ინტერნეტ სივრცეში ხშირად გამოყენებადია შშმ პირების მიმართ, ხოლო მეორე – წარმოაჩენს შშმ ბავშვთა მშობლების იმ კატეგორიას, რომელთაც რცხვენიათ მსგავსი სტატუტის მქონე შვილების ყოლა და ცხოვრების დიდი ნაწილის განმავლობაში, მათ საგულდაგულოდ მალავენ სახლში. სოციალური რგოლები მხოლოდ არსებული სიტუაციით არ შემოიფარგლებოდა – მათში ასახულია ის გზავნილები, რომელიც რეალური/უკეთესი ცვლილებების მომტანი უნდა გახდეს როგორც მთლიანად საზოგადოებისთვის, ისე – მისი ცალკეული სოციალური ჯგუფებისთვის.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კლუბი დაფუძნებულია აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ბაზაზე, აქტივობების ფინანსურ მხარდაჭერას დეპარტამენტი უზრუნველყოფს, ხოლო ტექნიკური მხარდამჭერია საორგანიზაციო ჯგუფი „ხელოვანთა კლუბი".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023