15-17 სექტემბერს, დასავლეთ საქართველოს ოთხ ქალაქში - ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში და ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში გაიმართება რეგიონული სემინარების ციკლი თემაზე: „მითები და რეალობა ევროინტეგრაციის თაობაზე". ღონისძიების მიზანია საქართველოს რეგიონებში ცნობიერების ამაღლება ევროინტეგრაციის პროცესის და მისგან მომდინარე შესაძლებლობების, მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) და უვიზო მიმოსვლის შესახებ. სემინარები ორგანიზებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ.
სემინარს გაუძღვებიან ევროინტეგრაციის თემაზე მომუშავე წამყვანი ექსპერტები, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში