en
ge

საია ოზურგეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

თბილისი. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ეხმაურება 15 სექტემბერს ოზურგეთში განვითარებულ მოვლენებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების და „თავისუფალი ზონის" წევრის დაკავებასთან დაკავშირებით, იმავე დღეს, ტელეკომპანია ,,მაესტროს" რეპორტიორმა ირაკლი ვაჩიბერაძემ კითხვით მიმართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ირაკლი ვაჩიბერიძე აღნიშნავს, რომ ამ კითხვის დასმის გამო მის მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარას შსს გურიის სამხარეო სამმართველოს უფროსის კობა ცერცვაძის მხრიდან. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ კობა ცერცვაძემ მას არ მისცა საშუალება მოეპოვებინა პრემიერის პასუხი მის შეკითხვებზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე. საია მოუწოდებს საქათველოს მთავარ პროკურატურას დაიწყოს ჟურნალისტის წინააღმდეგ შესაძლო დანაშაულის გამოძიება, სამართალდამცავ ორგანოებს კი ქალაქის იერსახის დამახინჯების თავიდან ასაცილებლად ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონის გამოყენებას ურჩევს.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)