თბილისი. „ახალგაზრდა ფინასისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა” ტურისტული სეზონის მეორე კვარტალს აჯამებს. „აფბა" მიიჩნევს, რომ ტურისტულმა სეზონმა საკმაოდ კარგად იმუშავა.
„აღსანიშნავია ასევე ტურისტულ სეზონთან დაკავშირებული მოლოდინები, სწორედ ზაფხულის სეზონზე იყო მოლოდინი, რომ ეროვნული ვალუტა დასტაბილურდებოდა, სიტუაცია კი რადიკალურად განსხვავებული მივიღეთ. საქმე იმაშია, რომ ტურისტულმა სეზონმა მართლაც იმუშავა და მოახერხა იმ საგარეო ნეგატიური ფაქტორების განეიტრალება, რომელიც ქვეყანაზე პირდაპირ და ირიბად მოქმედებდა", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში